რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინასთან ომში წარმატების მიღწევას, როგორც ქვეყანას კი არ აქვს იმხელა გავლენა, როგორც ჩინეთს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ბორელის თქმით, პუტინი აპირებს, პირადი და პოლიტიკური გადარჩენის მიზნით მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი, არმია. მისი თქით, „სწორედ ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება“.
ჩინეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასა და მის გამოწვევებზე საუბრისას კი მან განაცხადა, რომ პეკინისა და მოსკოვის შედარება შეუძლებელია, რადგან მისი თქმით, რუსეთი არის ბენზინგასამართი სადგური ატომური ბომბით.
„უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, ისევე როგორც ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელს აქვს ატომური ბომბი“, – თქვა ბორელმა.