კანადაში, პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში გრძელდება ბძროლა ტყის ხანძრებთან და მისახლეობის ევაკუაცია.
ბრიტანეთის კოლუმბიის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ებიმ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ხანძარი სწრაფად ვრცელდება, რასაც თან ერთვის ამინდიდ გაუარესება.
„მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გამო გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა“, - თქვა ებიმ.
კანადის ჩრდილო-დასავლეთით, არქტიკულ ნაწილში ტყის ხანძრები, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს, რეგიონის დედაქალაქ იელოუნაიფს მიუახლოვდა, საიდანაც ყველა მცხოვრები ევაკუირებულია.
რეგიონის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 19 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია 48 საათზე ნაკლებ დროში განხორციელდა. რეგიონში მხოლოდ 2 600 ადამიანია დარჩენილი
კანადაში 1 067 ტყის ხანძრის კერაა. მიმდინარე წელს ქვეყნაში უკვე 21 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი დაიწვა.