ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქება მოხდა შენობაში, სადაც „პოლიციის“ ხელმძღვანელობა იყო შეკრებილი.
უკრაინული მედიის ცნობით, შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა.
მრავლობითი დაზიანება მიიღო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა პაველ ჩესანოვმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა კიდევ რამდენიმე ადამიანმა. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს. იგეგმება მათი ვერტმფრენებით რუსეთის კლინიკებში გადაყვანა.
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, შენობაში, სადაც აფეთქება მოხდა, „პოლიციის“ ე.წ. სამმართველოს გარდა ოკუპანტების პირადი შემადგენლობაც ცხოვრობდა.
აფეთქების შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.