ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემული პასპორტის მქონე მოქალაქეები შენგენის ვიზით ვეღარ ისარგებლებენ.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს ლოგიკური და შეიძლება ითქვას რომ დაგვიანებული გადაწყვეტილებაცაა.
მისი თქმით, შვეიცარია ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირის ქვეყნებს შეურთდა.
„ზოგადად ეს თავისუფალი სამყაროს დაგვიანებული, თუმცა სწორი რეაქციის ნაწილია ბოროტების იმპერიის, რუსეთის მიმართ. ის უნდა იზოლირდეს მანამ, სანამ ის თავისუფალი სამყაროსთვისა და მისი მეზობლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ამ პროცესში არ გვყავს მთავრობა, რომელიც სწორად ისარგებლებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რათა საქართველო იყოს დაცული, გამთლიანებული, ნატოს წევრი და ევროკავშირთან დაახლოვებულიქვეყანა“ - თქვა გიგა ბოკერიამ