ჰავაის შტატის კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. ჰერმან ანდაიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც განაცხადა, რომ მისი გადაწყვტილება არ გააექტიურებინა განგაშის სიგნალები ტყის ხანძრების გამო, სწორი იყო
ანდაიას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ნანობდა თუ არა იმის გამო, რომ არ ჩაირთო წინასწარი გაფრთხილების სისტემა, როდესაც ტყის ხანძრები მაუის დასავლეთ ნაწილში გავრცელდა. „მე არ ვნანობ“, - თქვა მან.
მისი განმარტებით, სირენები ძირითადად მოსალოდნელი ცუნამების დროს გამოიყენება. მისივე თქმით, ტყის ხანძრის დროს უფრო მაღალი ადგილისკენ გაქცევა საშიში იქნებოდა.
ამაფრთხილებელი სიგნალის სისტემა, რომელიც კუნძულის ირგვლივ 80 სირენას მოიცავს, ყოველთვიურად გადის შემოწმებას, თუმცა ხანძრის დღეს გამაფრთხილებელი სიგნალი არ ჩართულა.
ბოლო მონაცემებით, მაუიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად 111 ადამიანი დაიღუპა, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან ისტორიულ ქალაქ ლახაინში ნანგრევებისგან გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები ისევ გრძელდება. კუნძულზე 1 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.