კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა და სიტყვა სინანული, მე ვფიქრობ, არის ძალიან მაღალი ღირსების აღმნიშვნელი და კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერები, მისგან გადაიღებნდენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, კარგად იცნობს ირაკლი კობახიძეს და მის სინანულში ეჭვი არ ეპარება
"ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი როგორ ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი, შესაბამისი მის ამ სინანულში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს და მითუმეტეს მე არ მეპარება, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. მაშინ როდესაც მტრულად არის განწყობილი ოპოზიცია, მტრულად არიან განწყობილი ოპოზიციური მედიასაშუალებები, მოდიან სტიქიის ადგილზე და გეუბნებიან: ხელისუფლებამ დააკლო ხელი, თქვენი ბრალია, "ქართულმა ოცნებამ" და მისმა მოქმედებამ ადამიანების დაღუპვა გამოიწვია.
ამ ფონზე როდესაც გაჩეჩებენ ხელში რაღაც სურათს, შესაძლებელია მოხდეს, ადამიანმა დაუშვას შეცდომა, რაზეც, ვფიქრობ, კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა და სიტყვა სინანული, მე ვფიქრობ, არის ძალიან მაღალი ღირსების აღმნიშვნელი და კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერები, მისგან გადაიღებნდენ".