უკრაინის შეიარღებული ძალების 47-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოქლში კა-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. 17 აგვისტოს, დილით ეს უკვე მეორე ალიგატორია, რომელიც უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს.
ვერტმფრენი ზაპოროჟიეს ოლქში რობოტინოს რაიონში ადგილობრივი დროით 07:40 საათზე ჩამოაგდეს, მანამდე უკრაინელმა მეომრებმა კა-52 ტიპის კიდევ ერთი ვერტმფრენი დაახლოებით დილის 6 საათზე გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ცნობით, 47-ე ბრიგადის სამხედროებმა მტრის უკვე რვა კა-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, აღნიშნული ვერტმფრენის ღირებულება 16 მილიონ დოლარს შეადგენს.