16 აგვისტოს ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, მტერმა იერიში Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარტებით განახორციელა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში 13 დრონი ჩამოაგდეს.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, მდინარე დუნაიზე ერთ-ერთ პორტის დაბომბვისას დაზიანდა სასაწყობე შენობები და მარცველულის საცავები. გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი ივლისის შუა რიცხვებიდან უტევს ოდესის რეგიონს და ამტკიცებს, რომ მიზნად ისახავს საზღვაო უპილოტო კატარღების განადგურებას.