უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღავნელის მრჩევლმა მიხაილო პოდოლიაკმა მკაცრად გააკრიტიკა ნატოს- წარმომადგენლის განცხადება, რომ ალიანსმა, შესაძლოა თავის რიგებში მიიღოს უკრაინა, თუ ის უარს იტყვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
“გავცვალოთ ტერიტორიები ნატო-ს ქოლგაზე? უცნაურია. ანუ შეგნებულად წავიდეთ დემოკრატიის დამარცხებაზე, საერთაშორისო დამნაშავის წახალისებაზე, რუსული რეჟიმის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სამართლის განადგურებაზე და თაობებისთვის ომის გადაცემაზე?“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ში.
პოდოლიაკის აზრით, თუ რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი სასტიკად არ დამარცხდება, ომი აუცილებლად დაბრუნდება რუსული გაზრდილი მადით.
„მსოფლო წესრიგის დამყარების მცდელობა და „ცუდი სამყაროს“ დაწესება პირდაპირ რომ ვთქვათ, პუტინის ტრიუმფით, მსოფლიოს მშვიდობას ვერ მოუტანს, მაგრამ მოუტანს სირცხვილს და ომს. ეს ეხება ახალი „ევროპის დაყოფის“ ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის ნატო-ს ქოლგასთან ერთად. მაშ, რატომ ვთავაზობთ რუსეთს გაყინვის {ომის} სასურველ სცენარს, იარაღის მოწოდების ნაცვლად? არ არის საჭირო მკვლელის წახალისება საშინელი ინდულგენციებით“, - წერს პოდოლიაკი.
ნატოს-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, გახდეს ნატო-ს წევრი თუ რუსეთს ტერიტორიებს დაუთმობს. „მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი გადაწყვეტილება, შესაძლოა, იყოს უკრაინის მიერ ტერიტორიებზე უარის თქმა და ამის სანაცვლოდ ნატო-ს წევრობის მიღება“, - განაცხადა მან.