გერმანიაში უამინდობის გამო მხოლოდ ერთ დღეში 250 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი.
ევროპაში ყინვებსა და დიდთოვლობას სატრანსპორტო ქაოსი მოჰყვა. თითქმის ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ყინვების გამო საცობია შექმნილი. უმეტეს ქვეყნებში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა, დახურულია აეროპორტი და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
უამინდობა ევროპაში ციკლონ "პეტრას" მოჰყვა. აღნიშნულის გამო იტალიაში სიცილიისა და სარდინიის სანაპიროები თოვლითაა დაფარული, რომში კი, -16 გრადუსი ტემპერატურის გამო ცნობილი შადრევნები გაყინულია.
სატრანსპორტო ქაოსია ჟენევის, ვენის, ამსტერდამის, მიუნჰენისა და ფრანკფურთის აეროპორტებშიც, სადაც ასაფრენი ბილიკები გაწმენდისთანავე კვლავ თოვლით იფარება.