ნაციონალისტურად განწყობილი ახალგაზრდობა მოსკოვში "ოსტანკინოს" ტელეახთან იკრიბება. კავკასიელები კი, შესაძლოა, კიევის სადგურთან მდებარე მანეჟის მოედანზე შეიკრიბონ. მოსკოველი სამართალდამცავები სკოლებსა და მოსწავლეების მშობლებს სთხოვენ მოზარდებზე გავლენა იქონიონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსკოვი ახალი შეტაკებებისა და არეულობების მოლოდინშია. არეულობები ტელეარხ "ოსტაკინოსთანაა" დაგეგმილი. იქ შეკრება რუსმა რადიკალურად განწყობილმა ახალგაზრდობამ და კავკასიელებმა ერთმანეთს ინტერნეტის მეშვეობით დაუთქვეს. იქვე შეკრებას აპირებს, ნაკლებად ცნობილი _ ნაციონალ-დემოკრატიული ალიანსი.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, მათი შეკრების მიზანი იმის გაპროტესტებაა, რომ მედია მოსკოვში მიმდინარე არეულობებს ზედმეტად ხმამაღლა გაშუქებაა.
ამასთანავე, რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდობის აქციის ჩატარება იგეგმება მეტროსადგურ "პროფსოიუზნაიასთან".
ამასთან, რუსული მედია იუწყება, რომ მოსკოვის სკოლების ხელმძღვანელობამ და მშობლებმა გააფრთხილეს მოსწავლეები, რას უქადის მათ აქციებში მონაწილეობა.
მოსწავლეთა გაფრთხილება კი იმიტომ გადაწყდა, რომ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში გამართულ აქციებში 14-15 წლის მოზარდებიც მონაწილეობდნენ.