გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მერკელი ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პროვინცია კუნდუზში ჩავიდა, სადაც გერმანული სამხედრო კონტიგენტის სამხედრო ბაზაა განთავსებული. ანგელა მერკელს თან ახლავს არმიის შტაბის ხელმძღვანელი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი კარლ-ტეოდორ ცუ გუტენბერგი ახლავს თან.
ანგელა მერკელის ვიზიტის ავღანეთის ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა ავღანეთში 4,7 ათას ჯარისკაცს შეადგენს.