პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ბელარუსის მხრიდან პროვოკაციებზე რაეგირებისათვის ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო დაჯგუფების მიზანია მომზადება და თავდაცვა.
„პოლონეთის არმიის მიერ პოლონეთის საზღვრის გაძლიერებას კრემლის პროპაგანდისტული აპარატი გამოიყენებს. ამ სამხედრო სამუშაო ჯგუფის მიზანი არის ვარჯიში და თავდაცვა. გაითვალისწინეთ ეს, როდესაც გაიგებთ კრემლის პროპაგანდას, რომელიც იტყვის, რომ პოლონეთის არმია იკრიბება საზღვართან. ეს მართალია, მაგრამ პოლონეთის არმია აგრესორის შეკავებას აპირებს. ასეა და ასე იქნება, მიუხედავად ამ სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიისა“,- აღნიშნა ბლაშჩაკმა.
მისი თქმით, საერთო ჯამში საზღვარზე დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი იქნება.