ბუბისწყლის კალაპოტში სტიქიის თანმდევი პროცესები მიმდინარეობს, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია, ამ ეტაპზე აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის, – ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
„მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.