თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ მზად არის თავის ტერიტორიაზე უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის თვითმფრინავებისთვის მოამზადოს, იმ პირობით, თუ ევროპაში მომზადების შესაძლებლობები მიღწეული იქნება.
ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენი ვეროპელი მოკავშირეები, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ძალისხმევას ხელმძღვანელობენ. მაგრამ თუ ევროპაში მომზადების შესაძლებლობები მიღწეული იქნება, ჩვენ მზად ვართ უკრაინელი პილოტები მოვამზადოტ აქ, შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა კირბიმ.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დიდი შვიდეულის სამიტზე, ჰიროსიმაში მკაფიოდ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემას.
„მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვაკეთებთ, არის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა დავრწმუნდეთ, რომ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კირბიმ.
ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისეთი თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას, როგორიცაა F-16, გარკვეული დრო სჭირდება.