საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველი ვადით პრემიერ–მინისტრობის დროს, სწორედ მან დაიწო ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები.
„ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სწორედ მე დავიწყე მოლაპარაკებების წარმოება. საუბარი მაქვს ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე. ეს 2015 წელს ხდებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო და ჩინეთი გააფართოებდნენ პირველ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევრაზიის რეგიონიდან. ამდენად, გვქონდა პრივილეგია და გაგვიმართლა, რომ ასეთი შეთანხმება გაფორმდა. თან, როგორც თქვენ ბრძანეთ, ამის შედეგი ძალიან ხელშესახებია. სავაჭრო ბრუნვა 400 პროცენტით გაიზარდა.
ჩინეთი ძალიან სწრაფად გახდა რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. რადგან თქვენ პოტენციალი იკითხეთ და დაინტერესდით, კიდევ რა მიმართულებით შეიძლება, მისი ათვისება, გეტყვით, რომ თუ გავაგრძელებთ საქონლის – მეტი ხარისხიანი პროდუქციის – ექსპორტს ჩინეთში და ჩინეთიდან აქეთ, ის თავისუფლად შეიძლება, გახდეს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. ამის პოტენციალი დიდია. მჯერა, ამ პოტენციალის და სწორედ ამიტომ ვარ ასე დაინტერესებული ამ და სხვა შესაძლებლობებით, რომლებიც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ, სრულად ვუჭერთ მხარს ვაჭრობის ზრდას და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ქართულ ბიზნესს მოვუწოდე, მეტი ურთიერთობები აწარმოონ ჩინეთთან, ჩინურ კომპანიებთან, მეტი საქონლი, ღვინო და სხვა პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე. ამდენად, დიდია პოტენციალი ამ მიმართულებით“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.