დღეს, 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის" 6 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორ ახალ ხიდს გახსნის.
დაგეგმილია მდინარე ლეხურაზე აგებული და იგოეთის ხიდების გახსნა.
პრეზიდენტი გორთან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალის 25-კილომეტრიან მონაკვეთს გახსნის.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკას მონახულებს.