ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულების რაოდენობა უცნობია.
ხელისუფლების ცნობით, ცხედრები მაშველებმა ცეცხლი ჩაქრობისას აღმოაჩინეს.
ამ დროის მონაცემებით, კუნძულ მაუიდან 11 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
კუნძულზე ხანძრის სამ მასშტაბურ კერას ებრძვიან.