ზაპოროჟიეში 9 აგვისტოს რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვია.
ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იური მალაშკოს განცხადებით, რუსეთის დარტყმებს 43 წლის კაცი და 19 და 21 წლის გოგონები ემსხვერპლნენ.
მალაშკოს თქმით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 21 დასახლებული პუნქტის წინააღმდეგ განახორციელეს 82 საარტილერიო დარტყმა, ასევე 4 ავიაერიში და 4 შეტევა დრონით.