გერმანიის თავდაცის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია ურაინისთვის Leopard 1 ტიპის ტანკების დიდი პარტიის გადაცემის შესახებ და ტანკების რაოდენობაც დაასახელა. მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ კონცერნმა Rheinmetall-მა უკრაინისთვის გადასაცემად Leopard 1 ტიპის ტანკები ბელგიისგან შეიძინა.
როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროში Deutsche Welle-ს ჟურნალისტს განუცხადეს, რომ უკრაინა Leopard-1 ტიპის 25 ტანკს მიიღებს.
გერმანია უკრაინას ასევე გადასცემს ხუთ საევაკუაციო ჯავშან-მანქანას და ორ სასწავლო ტანკს.
8 აგვისტოს მედია წერდა, რომ ქვეყანამ, რომელიც არ სახელდებოდა, ბელგიური კომპანია OIP Land Systems-სგან შეიძინა Leopard 1 ტიპის გერმანული ტანკები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადასაცემად.
მოგვიანებით გერმანულმა გამოცემამ Handelsblatt-მა განაცხადა, რომ ტანკების გასაიდუმლოებული შემსყიდველი გერმანული კომპანია Rheinmetall იყო.
კომპანია უკრაინაში გაგზავნამდე ტანკებს შეაკეთებს.