საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე, ასევე ისაუბრა ერთ-ერთია იმ ცხრა ყალბ ნარატივზე, რომელიც სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ვრცელდებოდა.
როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით ამორალური იყო ნაციონალური მოძრაობის და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კახა კალაძის მიმართ.
“განსაკუთრებით ამორალური იყო ნაციონალური მოძრაობის და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კახა კალაძის მიმართ, რომლითაც ხან ამტკიცებდნენ თითქოს მხოლოდ კახა კალაძის ოჯახის წევრები გამოიყვანა ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან, სხვები კი მიატოვა, ხან კი იმას, რომ კახა კალაძისთვის წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და მისი ოჯახი წინასწარ განარიდა ეპიცენტრს. კამპანიის მწარმოებლები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ითხოვდნენ სტიქიისგან დაზარალებული სასტუმროდან კამერების ჩანაწერების წარმოდგენას მტკიცებულების სახით, რაც საბოლოოდ მოხდა კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტების მხრიდან გამოჩნდა მაღალმორალისტური სტატუსები ამ ყალბი ნარატივის მიუღებლობის შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც ყველა სპეკულაციას ვიდეომტკიცებულებით გამოეცალა საფუძველი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.