შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
თემურ მღებრიშვილის თქმით, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა. ის თბილისში იმყოფება.
„ცხელ ხაზზე და 112-შიც იყო დაფიქსირებული ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც იყო დაკარგულების სიაში. ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება. დეტალები ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, თუმცა ადამიანი იყო დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია, რომ ამოვრიცხოთ სიიდან. ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელად არის. აღმოაჩინა პოლიციამ ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად თბილისში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.