მიმიფურთხებია ასეთი პირველი პირისთვის, თუნდაც სათამაშოსთვის. ღარიბაშვილზე ამბობენ, რომ ბერას ქოლგის დამჭერი იყო და ვფიქრობ, მისი უთამოყვარეო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიდან გამომდინარე, მისთვის ზედგამოჭრილი თანამდებობაა პუტინის კარის ოლიგარქის ოჯახში, ნომერ პირველი ლაქიის ფუნქცია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშილი სოციალურ ქსელში.
ლევან ხაბეიშილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„მიმიფურთხებია ასეთი პირველი პირისთვის, თუნდაც სათამაშოსთვის. ღარიბაშვილზე ამბობენ, რომ ბერას ქოლგის დამჭერი იყო და ვფიქრობ, მისი უთამოყვარეო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიდან გამომდინარე, მისთვის ზედგამოჭრილი თანამდებობაა პუტინის კარის ოლიგარქის ოჯახში, ნომერ პირველი ლაქიის ფუნქცია.
მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი, ლავროვი და პუტინიც კი რომ ვერ ამოუშვებს საყლაპავი მილიდან, ისეთ სიბინძურეებს საუბრობს ანტონ-ტრი-ტრი ღარიბაშვილი. მას და მის რუსულ ხელისუფლებას ვურჩევ, პირში დეზინფექცია ჩაიტარონ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს ახსენებენ და მითუმეტეს 2008 წლის რუსეთის აგრესიის კონტექსტში. საქართველო არის უახლოეს ისტორიაში პირველი ქვეყანა, რომელიც ტერორისტ პუტინს და მის მაოხრებელ არმიას წინააღმდეგობა გაუწია - შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასტური საქართველოს სიმართლის და ჭეშმარიტი ობიექტურობის. პუტინი ძებნილია, როგორც სამხედრო დამნაშავე მსოფლიოში და მისი მიმდევარი ქართველი ორჯონიკიძეებიც უახლოეს პერიოდში გაიზიარებენ მის ბედს. რუსეთი დამარცხდება და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი, საკადრის პასუხს გასცემს მეხუთე კოლონას, საქართველოში.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა: "ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. ვიცი, რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და მომავალ თაობას. მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული, ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა. მთელმა საზოგადოებამ ნახა და არამხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ, საუბედუროდ“.