ნორმალურ ადამიანს ეგონება რომ გმირ მაშველებზე ექნებოდა ვინმეს პრეტენზია? აბა კარგად დაფიქრდით? აწყობთ ესე, დაავალეს და მიუსიეს,- ამის შესახებ მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ნიკოლოზ რაჭველს ამით თუ რამეს დააკლებთ ძალიან ცდებით.
ის ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და მართალი მაესტროა.
ბევრის დაწერა მინდოდა, მერე
მივხვდი რომ აზრი არა აქვს…
ბინძურ კომენტარებს უწერენ, ზოგი სამსახურის შესანარჩუბებლად, ზოგი კომენტარებში გამოიმუშავებს ლარებს, ან ვის იცავენ..,
ნორმალურ ადამინს ეგონება რომ გმირ მაშველებზე ექნებოდა ვინმეს პრეტენზია რამე? აბა კარგად დაფიქრდით?
აწყობთ ესე, დაავალეს და მიუსიეს“, - წერს სტეფანე მღებრიშვილი.
ნიკოლოზ რაჭველმა შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაწერა: „მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს“. სოციალურ ქსელში რაჭველის პოსტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა.