ჩვენს ომთან დაკავშირებით უცხოელი რას იტყვის, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად, რა და როგორ არის, ეს ომი არც 7-ში დაიწყო და არც 12-ში დასრულებულა, მანამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება საკითხს, ვინ როდის რა დაიწყო და ვინ რა გააკეთა, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, დაემტკიცებინა 2021 წელს სტრასბურგის სასამართლოში, 2022 წელს ჰააგის სასამართლოში და 2023 წელს კვლავ სტრასბურგის სასამართლოში, რომ პირველი – რუსეთი იყო სწორედაც რომ აგრესორი. მეორე, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და მესამე – ხუთი თვის წინ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, რომლითაც დადასტურდა, რომ 2008 წლამდეც რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია. რა, მაშინ ომი არ იყო?! 7 აგვისტოს შემდეგ არის მხოლოდ ეს ომი?! ჩვენს ომთან დაკავშირებით, უცხოელი რას იტყვის, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ომთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად, რა და როგორ არის?! ჩვენ ვიცით, რომ ეს ომი არც 7-ში დაიწყო და არც 12-ში დასრულდა. დაიწყო მანამდე და გრძელდება დღემდე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.