2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას Twitter-ზე ეხმიანება ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"რუსეთის საქართველოში შემოჭრის მე-15 წლისთავზე, ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობით ხორვატია აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხოებას და კონსტრუქციული ჩართულობის, მშვიდობიანი გადაწყვეტის მოწოდებით გამოდის," - აღნიშნულია განცხადებაში.