რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს.
პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს.
შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია“- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.