საქართველოში გლოვის დღეა.
7 აგვისტო გლოვის დღედ 2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.