არ არსებობდა არცერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა რაჭაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას, რატომ არ სთხოვა სახელმწიფომ შოვში ოპერაციისას დახმარება მეზობელ ქვეყნებს.
„არ იყო ამის საჭიროება, თორემ არავის ეთაკილება დახმარების თხოვნა. ჩვენც ვეხმარებით ჩვენს მეზობლებს, როცა საჭირო არის და მეზობლებიც დაგვხმარებიან მაშინ, როდესაც ამის საჭიროება იყო. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში - ურთიერთდახმარება. ახლა არ იყო საჭიროება. თქვენ ხედავთ, რა რაოდენობის ტექნიკა, მაშველები და სამხედროები არიან მობილიზებულნი“, - განმარტა პაპუაშვილმა.