რუსმა ოკუპანტებმა მართვადი ავიაბომბით ხერსონის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სისხლის გადასხმის ცენტრს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
„რუსული მართვადი საავიაციო ბომბი უკრაინაში სისხლის გადასხმის ცენტრის წინააღმდეგ. ამ საღამოს, კუპიანსკში, ხარკოვის ოლქში. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თანავუგრძნობ! ჩვენი მაშველები ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებს ასრულებენ.
ომის ეს დანაშაული ყველაფერს ამბობს რუსული აგრესიის შესახებ. მხეცეი, რომლებიც ანადგურებენ იმას, რაც სიცოცხლეს გასცემს. ტერორისტების დამარცხება ყველასთვის ღირსების საკითხია, ვინც სიცოცხლეს აფასებს“, - ამბობს ზელენსკი.