ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, სადაც მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 15 ადამიანია დაღუპული. ოთხი მათგანი დღეს იპოვეს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 20 ადამიანს ეძებენ.
სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი.