შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 13 ადამიანია დაღუპული.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 23 ადამიანს ეძებენ.
სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი.