შოვში დატრიალებულ ტრაგედიას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი ეხმიანება. ის ქართულ ენაზე წერს და დაღუპულთა ოჯახებსა და საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს თავს დატრიალებულ სტიქიასთან დაკავშირებით. მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ყველა დაზარალებულს სოფელ შოვში მეწყერის შედეგად" - წერს ანდრი ერმაკი ტვიტერზე.