მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კოლონიაში გამართულ გასვლით სხდომაზე ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუს ოპოზიციონერს ბრალი ერთდროულად შვიდი მუხლით წაუყენეს, მათ შორისექსტრემიზმის წაქეზება, მოქალაქეთა უფლებების დამრღვევი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, ექსტრემიზმის დაფინანსება, ექსტრემისტული თემის შექმნა, არასრულწლოვანთა ჩართვა სახიფათო ქმედებებში და ნაციზმის რეაბილიტაცია.
ალექსეი ნავალნი თაღლითობის ბრალდებით უკვე იხდის ცხრაწლიან პატიმრობას ვლადიმირის რეგიონის მეექვსე კოლონიაში.
აღნიშნული საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია ნავალნის იუთუბარხის ყოფილი ტექნიკური დირექტორი დანიელ ხოლოდნი, რომლისთვისაც პრკურატურა 10-წლიან პატიმრობას ითხოვს.