საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას, სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან და შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.