შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.
ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება . სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც.
შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.