საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში შვიდი ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული.
მისივე ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა დღეს და შაბათ-კვირას გაგრძელდება აქტიური მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათი გამოცხადდება გლოვის დღედ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.