ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარს გამოთქვამს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს.
„ვგლოვობთ შოვის რეგიონში გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს, ჩვენ გულით საქართველოს ხალხთან ვართ“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.