შოვში, სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. უკვე განხორციელდა ოთხი რეისი და ევაკუირებულია 80-მდე ადამიანი. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა ადგილას მოსახლეობასთან მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე მაშველები და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ადგილზე 400 მეხანძრე მაშველი მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული და 152 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე იყო გადაყვანილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, რომლებსაც ვერ უკავშირდებოდნენ, რომ ექვსი ადამიანი კავშირზეა და ისინი უსაფრთხოდ არიან.