მეუღლე და სამი შვილი იყო იქ, ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ, - ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა.
ორი, სამი და შვიდი წლის ბავშვების მამა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ოჯახის მოძებნას ითხოვს.
ეუღლე და სამი შვილი იყო იქ, ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მაგათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ, გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან - ორი წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ, მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, როგორ არიან,“ - ამბობს მოქალაქე.