მაშველებმა სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
მაშველებმა ორი ცხედარი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს იპოვეს.
ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.