შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.
„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 40-მდე მოქალაქე“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, შოვში, სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა. შსს-მ ადგილზე 2 ვერტმფრენი გაგზავნა.