ბელარუსის ინციდენტის შემდეგ აშშ-ი განაცხადეს, რომ სერიზოულად აკვირდებიან ნატო-ს უსაფრთხოებას, თუმცა ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის ამოქმედება ჯერ არ განიხილება. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარატამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ „მოელის, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენულ საჰაერო სივრცეს. ამასთან, მილერმა აღნიშნა, რომ მომავლშიც „გააგრძელებენ ნატო-ს უსაფრთხოებისადმი სერიოულ დაკვირვებას“.
„მე არ ვაპირებ წინ გავუსწრო ნებისმიერ განცხადებას, რომელიც ჩვენ ან ნატო-ს სხვა ქვეყანამ შესაძლოა გააკეთოს. არსებობს გარკვეული პროცესი. არსებობს პროცესი, რომელიც ნატოს- ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს აამოქმედოს მეხუთე მუხლი. ახლა ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიმყოფებით“, - აღნიშნა მილერმა.
შეკითხვაზე ჰქონდათ თუ არა მცდელობა დაკავშირებოდნენ პოლონეთის ოფიციალურ პირებს და მათთან განეხილათ ნატო-ს ნებისმიერი მუხლი, მილერმა განაცხადა, რომ აშშ მუმდივ კონტაქტში იმყოფება ნატო-ს ყველა წევრ ქვეყანასთან.
ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ცნობილია როგორც ”ერთი ყელასათვის და ყველა ერთისათვის”. მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. თუმცა მეხუთე მუხლში ასევე ხაზგასმულია, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომების, მათ შორის ”სამხედრო ძალების” გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
1-ელ აგვისტოს, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
უწყების ცნობით, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს ვერტმფრენებმა, რომლებიც ახორციელებდნენ წვრთნებს საზღვრის სიახლოვეს.