საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ „შეკვეთილ პროვოკაციებს“, რომლებსაც რადიკალური ქართული ოპოზიცია „დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს’, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც აწყობენ მსგავს აქციებს, წარმოადგენენ არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ თავიანთ დამკვეთებს.
„ქვეყნის შიგნით ამ აქციას მხარდაჭერა არ ჰქონდა. ჩვენ ვიღებთ უამრავ მიმართვას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის ეს თავხედური პროვოკაცია მიუღებელია, მათ ამასთან კაშირი არ აქვთ და მას ემიჯნებიან“, - განაცხადა ზახაროვამ.
ამასთან, ზახაროვა აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს, როგორ უნდა იცხოვრონ“.