ხელმეორედ გვიწევს საუბარი, „ნაცმოძრაობას“ რამდენად აქვს გააზრებული ის უმძიმესი წარსული, რაც საქართველოში შექმნა, როცა დავით დარჩიაშვილის განცხადებას ვისმენთ, ამ თემაზე საუბარი აქტუალური ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ნაცმოძრაობის“ მმართველობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი, რისი დასტურიცაა შავაძის, გირგვლიანის, მელაშვილის საქმეები. რა თქმა უნდა, როცა მათი მძიმე წარსული თავს შეგვახსენებს, ეს შეფასებებიც შესაბამისად კეთდება. როცა ხელისუფლებაში აღარ არიან, ბევრი მავნებლური აქტივობით არიან დაკავებული. რა დავარქვათ იმას, როცა აღმოჩნდება, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ლობირებს და უზარმაზარ ფულს იხდის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. ეს იმ ფონზე, როცა ვითომ გულშემატკივრობენ საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის მავნებლური პარტია და მათი პოლიტიკური განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.