კობახიძის, ღარიბაშვილის, კალაძისა და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების სახით, ლაპარაკობს და უჩვენებს კრემლი, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კაპანაძემ.
გიორგი კაპანაძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-ს ელჩზე.
მისი თქმით, „რუსული ოცნება თანამშრომლობს“ პუტინთან, მხარს უჭერს არა ქართველ ხალხს, საქართველოსა და უკრაინას, არამედ, კრემლს.
„კობახიძის, ღარიბაშვილის, კალაძისა და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების სახით, ლაპარაკობს და უჩვენებს კრემლი. „რუსული ოცნება თანამშრომლობს“ პუტინთან. ეს ძალა მხარს უჭერს არა ქართველ ხალხს, საქართველოსა და უკრაინას, არამედ, კრემლს. მისი მიზანია რომ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდეს დამარცხებულის მხარეს და გახდეს რუსეთის იმპერია. სწორედ ამას ემსახურება რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლა ბათუმის პორტში და ხელისუფლების წარმომადგენლების მოღალატეობრივი განცხადებები.
ერთ მხარეს არის რუსული ოცნება და ის რუსი ტურისტი, რომლისთვისაც აფხაზეთი საქართველო არაა და მეორე მხარეს არის ჩვენი ქვეყანა. ან ისინი ან საქართველო. ან ქართველი ხალხი ან ივანიშვილის რეჟიმი. ან რუსული ჭაობი ან ევროპა, კეთილდღეობა, თავისუფლება და ღირსება. ეს არის არჩევანი და ასეთია რეალობა დღეს. ესენი არ არიან მხოლოდ პრორუსები. ესენი არიან ბერბიჭაშვილები, რომლებიც კლავენ ილიას საქართველოს იდეას,“- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.