პარტია „დროას“ ინფორმაციით, გუშინ ბათუმის აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორთან არიან პარტია "დროას" წევრები, მათ შორის, აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა, შუშანა მაცაბერიძე და ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა. მათი თქმით, შესაძლებელია დოლიძე 12:00-13:00 საათისთვის გადაიყვანონ ბათუმის სასამართლოში.
"დროას" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენრი დოლიძე გუშინ, გამთენიისას, ბათუმში მიმდინარე ანტირუსულ აქციაზე დააკავეს. მისი თქმით, პოლიციის მაღალჩინოსნები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც აქვს დაზიანებები სახესა და ფეხებზე. დოლიძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს (166-ე და 173-ე მუხლები).