ბათუმის ნავსადგურშო მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძე ავრცელებს და დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს აქვეყნებს.
"დააკავეს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, დროშა, პირადი ნივთები და არ აძლევენ ზარის განხორციელების შესაძლებლობას". - წერს კუპრაძე Facebook-ზე.
31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.
აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.
რუსეთის მოქალაქეებმა ლაინერი უკვე დატოვეს. ადგილზე აქცია გრძელდება. შსს-ი ინფორმაციით ,დაკავებულია 9 ადამიანი.