კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დავით დარჩიაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
დავით დარჩიაშბილი ამბობს: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში ხელისუფლება არ შეიცველბა, ვიდრე უკეთესი არ მოვა.
„გადაშენების პირას მყოფი ფსევდოპოლიტიკური ძალის ფსევდოინტელექტუალი დარჩიაშვილი... თავად მუხთალი და უსამშობლო. ლამის ბალღობიდან რომელიღაც უცხოურ ნჯოს მიკედლებული და ამ გზით კაცად დამდგარი. მკვდარი რომ გჯობს ასჯერ, კი უნდა გაჩუმდე. მაგრამ ამას ჭკუა უნდა და ცოტა სინდისიც. ფუი, რომ ვერ დავისვენეთ მე და ჩემნაირებმა და ამ საზიზღრებთან ხანგრძლივ ბრძოლაში თითო კენჭის დადებაში ცხოვრებამ დიდწილად ჩაგვიარა გვერდით. არ ჩამოვარდება ეს ხელისუფლება არა, სანამ უკეთესი არ მოვა. საზიზღრები ვერ დაბრუნდებით ვერა, ვივამედის ბაიყუშით სათავეში. დამარცხების პლატფორმაც უკვე შეგიქმნიათ და შეუბერეთ. რჩევანი ფუნ კრამუნს თხოვეთ“, - წერს თეა წულუკიანი.