„ნაციონალების“ გამოსწორება არ იქნება არასდროს, მანიაკი ხალხია და ამ მანიაკების ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით შეიძლება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ალეკო ელისაშვილი ეხმიანება დავით დარჩიაშვილის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.
“ნაციონალების გამოსწორება არ იქნება არასდროს. მანიაკი ხალხია და ამ მანიაკების ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით შეიძლება. ოცნება უნდა წავიდეს აუცილებლად, მაგრამ ნაციონალები იქ უნდა დარჩნენ სადაც არიან. შავაძე თუ მოღალატე იყო უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ. ორჯერ ორი ოთხია, მარა არა ამ შემზარავი ნაციონალებისთვის,”- წერს ელისაშვილი.